Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორი ჯეფრი საქსი ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, 2024 წლის 8 თებერვალს, გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 106 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქართველ ეკონომისტთა სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, გამოცდილმა მკვლევარებმა და დოქტორანტებმა. სულ დარეგისტრირებულ იქნა 47 მონაწილე და წარმოდგენილ იქნა 32 სამეცნიერო სტატია.
კონფერენციის პლენარული სხდომა გახსნა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ. კონფერენციის მონაწილეებს, აშშ-დან ონლაინ ჩართვით, მისასალმებელი სიტყვით მიმართა ცნობილმა ეკონომისტმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, თსუ საპატიო დოქტორმა, ჯეფრი საქსმა (Jeffrey Sachs).
მან კონფერენციის მონაწილეებს მიულოცა უნივერსიტეტის იუბილე და ნაყოფიერი სამეცნიერო მუშაობა უსურვა. პროფესორმა ჯეფრი საქსმა შესავალ სიტყვაში მიმოიხილა გლობალური ეკონომიკის აქტუალურ საკითხები და რეგიონალურ გამოწვევებზე ისაუბრა. პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ დიდი მადლობა გადაუხადა სტუმარს მისასალმებელი სიტყვისათვის და შემოდგომაზე, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში დაპატიჟა.
პლენარული სხდომის შემდეგ, კონფერენციის მონაწილეებმა სექციებში გააგრძელეს მუშაობა.